ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 2025 წლის 26 მარტს (აკად. არნ. ჩიქობავას დაბადების დღეს) გამართავს ტრადიციულ, რიგით მეოთხე სამეცნიერო კონფერენციას -„ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები“.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებსა და მოწვეულ პედაგოგებს, ასევე, კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული. მასალები გამოიცემა ელექტრონულად.
ტექნიკური მოთხოვნები: ტექსტის მოცულობა: მაქს. 600 სიტყვა; შრიფტი: Sylfaen; საენათმეცნიერო ტრანსკრიფციათა შრიფტისთვის სასურველია ICL_Symbol.
გამოგზავნილ მასალებს თან უნდა ახლდეს ავტორ(ებ)ის საკონტაქტო ინფორმაცია.
მასალები მიიღება 2025 წლის 15 მარტამდე, მისამართზე: caucasology@tsu.ge
კონფერენცია გაიმართება მისამართზე: 0179 თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №19, III სადარბაზო, მე-4 სართული, არნოლდ ჩიქობავას კაბინეტ-მუზეუმი +995 595 089 589 caucasology@tsu.ge
პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი